კვლევის თანახმად, ბრექსიტის გამო, ათიდან ოთხი ბრიტანელი შეშფოთებული და დამწუხრებულია

14:12, 22.03.2019

ბრექსიტის გამო, ათიდან ოთხი ბრიტანელი შეშფოთებული და დამწუხრებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. კვლევა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრმა ჩაატარა.

გამოკითხვის მიხედვით, ბრექსიტის გამო გამოკითხულთა 43 % ხშირად თავს უძლურად გრძნობს, 38 %  კი, გაბრაზებულია.

გამოკითხულთა 26%  ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში  ბრექსიტს მათში განსაკუთრებული ემოციები არ გამოუწვევია. 17 % – ისთვის ეს თემა სტრესულია. 12 %  ამბობს , რომ ბრექსიტის გამო, ძილის ფუნქციაც კი დაერღვა. 9 % -ისთვის ბრექსიტი იმედის მომცემია, 3 % თავს ბედნიერად გრძნობს , 2%  კი, თავდაჯერებულად.

2016 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე  მოსახლეობის 52-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას.

მსგავსი