კვიპროსმა 2020 წელს შენგენის ზონაში გაერთიანების მიზნით განცხადება წარადგინა
კვიპროსმა 2020 წელს შენგენის ზონაში გაერთიანების მიზნით განცხადება წარადგინა

კვიპროსმა 2020 წლის სექტემბერში შენგენის ზონაში გაერთიანების მიზნით განცხადება წარადგინა. ამის შესახებ კვიპროსის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს ქრისტოდულიდისმა განაცხადა.

მისი თქმით, კვიპროსის მთავრობა იმედოვნებს, რომ ბრიუსელი განცხადების შეფასების პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

„მთავრობამ შეავსო განაცხადი უსაფრთხოების მიზეზების გამო და ახლა ველოდებით, რომ ევროკავშირი შეფასების პროცესს დაიწყებს, რომელიც ხუთსაფეხურიანია“, – აღნიშნა კვიპროსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ქრისტოდულიდისმა ასევე თქვა, რომ კუნძულზე არსებული გაერო-ს ბუფერული ზონის გათვალისწინებით, მან ევროკავშირის ხელისუფლებას სთხოვა, განსაზღვრონ, როგორ შეუძლია კვიპროსის ხელისუფლებას ევროკავშირის შიდა ინფორმაციაზე წვდომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის უსაფრთხოება.

კვიპროსი ევროკავშირს 2004 წელს შეუერთდა, ევროზონას კი 2008 წელს.