11 ივნისიდან შენგენის ზონის ვიზები გაძვირდება, ევროკომისია მიზეზად ინფლაციასა და მომსახურე პერსონალის ანაზღაურების ზრდას ასახელებს
11 ივნისიდან შენგენის ზონის ვიზები გაძვირდება, ევროკომისია მიზეზად ინფლაციასა და მომსახურე პერსონალის ანაზღაურების ზრდას ასახელებს

11 ივნისიდან შენგენის ზონის ვიზები გაძვირდება. ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, ზრდასრული პირებისთვის ვიზის ღირებულება – 80-დან 90 ევრომდე, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი 40-დან 45 ევრომდე გაიზრდება. ცალკეულ შემთხვევებში ღირებულებამ, შესაძლოა, 135 ან 180 ევროც შეადგინოს, თუ ქვეყნის მიმართ ევროკავშირის სავიზო რეჟიმის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის სპეცპროცედურა გამოიყენება.

ევროკომისია ღირებულების ცვლილების მიზეზად ინფლაციასა და მომსახურე პერსონალის ანაზღაურების ზრდას ასახელებს.