კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და მოედანს უბრუნდება - ხვიჩა „ნაპოლის“, სავარაუდოდ, „სასუოლოსთან“ დაეხმარება #1TVSPORT
კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და მოედანს უბრუნდება - ხვიჩა „ნაპოლის“, სავარაუდოდ, „სასუოლოსთან“ დაეხმარება #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია მოედანს უბრუნდება და, შესაძლოა, სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლის“ „სასუოლოსთან“ დაეხმაროს, – ინფორმაციას corriere dello sport-ი ავრცელებს.

„ქართველმა თავდამსხმელმა „ფროსინონესთან“ პირველი ტურის შეხვედრა კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა. „ფროსინონეს“ დამარცხების შემდეგ „ნაპოლის“ მწვრთნელმა, რუდი გარსიამ მოთამაშეები ორი დღით დაასვენა. ამის შემდეგ ნეაპოლელებმასტადიო მარადონაზე“ „სასუოლოს“ წინააღმდეგ მატჩისთვის დაიწყეს მზადება.

იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გულდასმით შეაფასებენ, ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა სადებიუტო მატჩი კუნთების დაძაბულობის გამო გამოტოვა.

იმის მიუხედავად, რომ პრობლემა მოგვარდა, ხვიჩას მიზანია, რომ ერთი კვირა მაქსიმალურად ივარჯიშოს, რათა „სასუოლოსთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყოს“, – წერს იტალიური გამოცემა.

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ „სასუოლოს“ 27 აგვისტოს უმასპინძლებს.