კვარაცხელია ქალთა ფეხბურთშიც წარმატებულია - „სამეგრელომ“ „ლანჩხუთი“ დაამარცხა #1TVSPORT
ქალთა საფეხბურთო ლიგის მე-11 ტურში ლიდერების შეხვედრა გაიმართა – პირველადგილოსანმა ჩხოროწყუს „სამეგრელომ“ მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ბონდო პაპასკირის სახელობის სტადიონზე დაპირისპირებას ბევრი გულშემატკივარი დაესწრო. „სამეგრელომ“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და მოქმედი ჩემპიონის კარი ორჯერ აიღო. 30-ე წუთზე „ლანჩხუთის“ კარი მაიკო ბებიამ აიღო და გუნდი დააწინაურა, ათ წუთში კი ნინო ბუხრიკიძემ ანგარიში 2:0️ გახადა.
„სამეგრელომ”, რომელსაც საქართველოს ნაკრების და „დინამო თბილისის“ ყოფილი ნახევარმცველი გია კვარაცხელია ავარჯიშებს, მეორე ტაიმში უპირატესობა შეინარჩუნა და შეხვედრა ჩხოროწყუს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
„სამეგრელომ“ 11 ტურის შემდეგ 31 ქულა დააგროვა, „ლანჩხუთს“ უკვე 7 ქულით ასწრებს – ორივე გუნდმა რეგულარული სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ფინალურ ოთხეულში თამაში გაინაღდა.
ქალთა ლიგა. 11 ტური
სამეგრელო – ლანჩხუთი 2:0
ნორჩი დინამო – დინამო სოხუმი 1:8
მართვე – გორი იუნაიტედი 5:0
ქუთაისი – ტორპედოს ბაზა
კოლხეთი ხობი – კვარტალი 1:0