კურტ ვოლკერი – ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა საზოგადოებრივი როლით პარტიის ხელმძღვანელად, რაც გონივრული გადაწყვეტილებაა
ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა საზოგადოებრივი როლით პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად, ეს შესაბამისი და გონივრული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კურტ ვოლკერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ განაცხადა.
„მესმის იმ ჩივილების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი წასულია პოლიტიკიდან, თუმცა მაინც ინარჩუნებს გავლენას. ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა საზოგადოებრივი როლით პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად, ეს შესაბამისი და გონივრული გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა ვოლკერმა.
როგორც ვოლკერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიისათვის არის საჭირო.