სერენა უილიამს და სიმონა ჰალეპს შორის ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის დაწყებამდე, კურიოზული შემთხვევა მოხდა.
როდესაც დიქტორმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის გამოსვლა გამოაცხადა, სერენა გამოვიდა გასახდელიდან, ხოლო შემდეგ უკან დაბრუნდა. ამის შემდეგ გამოვიდა კორტზე ჰალეპი.
შეგახსენებთ, რომ WTA რეიტინგში პირველ ადგილს რუმინელი ჩოგბურთელი იკავებს.