საფრანგეთში, კუნძულ კორსიკაზე ტყის ხანძარია, რომელიც ძლიერი ქარის გამო, სწრაფად ვრცელდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ყველაზე რთული მდგომარეობა ქალაქ კალვიშია, სადაც 1300 ჰექტარია დამწვარი.
ადგილზე სახანძრო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ცეცხლის ლიკვიდაციისთვის მთავრობამ რეგიონში ვერტმფრენებიც გაგზავნა, რადგან ზოგიერთ ადგილას ფეხით მისვლა შეუძლებელია.
ინფორმაცია ზარალის ან მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.