კუბომ იაპონიის მუნდიალის პლეი-ოფში გასვლაზე ისაუბრა - აზიელების არდაფასება არ შეიძლება #1TVSPORT
კუბომ იაპონიის მუნდიალის პლეი-ოფში გასვლაზე ისაუბრა - აზიელების არდაფასება არ შეიძლება #1TVSPORT

ტაკეფუსა კუბომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ესპანეთთან გამარჯვებასა (2:1) და მისი გუნდის პლეი-ოფში გასვლაზე კომენტარი გააკეთა.

მერვედფინალში იაპონელები ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. „რეალ სოსიედადისა“ და იაპონიის ნაკრების შემტევის თქმით, ამ შეხვედრას შეუძლია ამომავალი მზის ქვეყანაში ფეხბურთის მომავალი შეცვალოს.

„არავინ მოელოდა, რომ გავიმარჯვებდით ისეთ ძლიერ მეტოქესთან, როგორიც ესპანეთი იყო. ვიმედოვნებთ, რომ ხორვატიასთან შემდეგი მატჩი ჩვენი ნაკრებისთვის ისტორიული იქნება. ამ თამაშს შეუძლია შეცვალოს იაპონური ფეხბურთის ისტორია“, – ისაუბრა კუბომ L’Equipe-თან.

ტაკეფუსა კუბოს თქმით, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატმა დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე თამაში აზიის და ოკეანეთის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.

„არ შეიძლება აზიური ქვეყნების ნაკრებების არდაფასება. იაპონია და ავსტრალია (აზიის კონფედერაციაში თამაშობენ) პლეი-ოფში გავიდნენ, საუდის არაბეთი კი მიზანთან ძალიან ახლოს იყო“.