კუბის დედაქალაქში ტორნადოს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა „პრენსა ლატინას“ ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 200-მდე ადამიანია დაშავებული.
გავრცელებული ცნობით, ჰავანაში 2000-ზე მეტი სახლი სრულად ან ნაწილობრივ განადგურდა.
კუბის საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების მინისტრის განცხადებით, ჰავანში უკვე ჩავიდა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი.
ეს იყო პირველი ტორნადო, რომელიც კუბის დედაქალაქს ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაატყდა თავს. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 300 კილომეტრს აღწევდა. კუბაში ბოლოს ყველაზე დიდი ტორნადო 1940 წელს დაფიქსირდა.