ტერენს კროუფორდმა კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO) ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა და დაუმარცხებელი სერია 34 ბრძოლამდე გაზარდა.
ამერიკელმა ნახევრადსაშუალოწონოსანმა თავისი თანამემამულე ხოსე ბენავიდესი მეთორმეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ბენავიდესმა წამოდგომა მოახერხა, თუმცა კროუფორდმა კიდევ უფრო აგრესიულად შეუტია, სანამ მებრძოლებს შორის მსაჯი არ ჩადგა.
მატჩის შემდეგ კროუფორდმა ბენავიდესს ხელი არ ჩამოართვა.
„კარგი შეგრძნებაა, როდესაც ასეთ მოლაყბეს ენას ჩააგდებინებ“, – თქვა გამარჯვებულმა, რომელმაც ივნისში ავსტრალიელი ჯეფ ჰორნის დამარცხებით მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.