იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ მაღალი შეფასება მისცა „დორტმუნდის“ ნორვეგიელი ფორვარდის – ერლინგ ჰაალანდის პერსპექტივებს.
„ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავდამსხმელია და უკვე მოასწრო „დორტმუნდში“ თავის გამოჩენა. მიმაჩნია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ის რომელიღაც დიადი გუნდის ნაწილი გახდება და მისი ფასი 200-დან 300 მილიონ ევრომდე იქნება.
მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი? ჩემთვის ასეთი რონალდო იყო“, – თქვა ვიერიმ „კორიერე დელო სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
2019-2020 წლების სეზონზე ჰაალანდმა ცხრა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა ბუნდესლიგაში ჩატარებულ რვა შეხვედრაში.