ერლინგ ჰაალანდი - მოედნიდან ჩემი გაყვანა ტრადიციად იქცა, ალბათ სურთ, რომ გოლები უფრო მოკლე პერიოდში გავიტანო
ერლინგ ჰაალანდი - მოედნიდან ჩემი გაყვანა ტრადიციად იქცა, ალბათ სურთ, რომ გოლები უფრო მოკლე პერიოდში გავიტანო

„დორტმუნდის“ ახალგაზრდა ვარსკვლავი მიმდინარე სეზონშიც ბრწყინვალე ფორმაშია და შესანიშნავი სტატისტიკა აქვს.

ბოლო ორ შეხვედრაში („ჰერტასა“ და „ბრიუგესთან“) დორტმუნდელების მწვრთნელმა მატჩების მიწურულს ჰაალანდი მოედნიდან გაიყვანა, რასაც ნორვეგიელი ფორვარდი ხუმრობანარევი კომენტარით გამოეხმაურა.

„ჩემი შეცვლა უკვე ტრადიციად და ნორმად იქცა, – მოჰყავს ჰაალანდის სიტყვები „სპორტ ბილდს“. – ალბათ სურთ, რომ უფრო მეტი გოლი, უფრო მოკლე პერიოდში გავიტანო, მოვასწრო, სანამ მოედნიდან გამიყვანენ“.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში ნორვეგიელი თავდამსხმელი ფენომენალურ შედეგიანობას აჩვენებს, მან 13 მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა.