ჰაალანდის შეძენა „რეალს“ 270 მილიონი ევრო დაუჯდება #1TVSPORT
ჰაალანდის შეძენა „რეალს“ 270 მილიონი ევრო დაუჯდება #1TVSPORT

მადრიდული გრანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „დორტმუნდის“ ნორვეგიელი ვარსკვლავის შეძენას შეეცდება, რადგან ჰაალანდის გადმობირება „რეალის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორტეტია – იუწყება AS. 

გამოცემის ინფორმაციით, სამეფო კლუბს ნორვეგიელი ტალანტის შეძენა 270 მილიონი ევრო დაუჯდება. 150 მილიონი უშუალოდ ტრანსფერის თანხად მოიაზრება, 120 მილიონი კი ექვსი წლის განმავლობაში ჰაალანდის ხელფასზე განაწილებდა.

„დორტმუნდთან“ ნორვეგიელ თავდამსხმელს კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გერმანული კლუბი ჰაალანდს წელსვე შეელევა.