ბუნდესლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ დაუპირისპირდნენ და უხვგოლიანი შეხვედრა მიუნხენელების გამარჯვებით დასრულდა – 4:2.
მატჩის პირველ ათ წუთში „ბაიერნმა“ ორი ბურთი გაუშვა, ორივე გოლის ავტორი კი ჰაალანდი გახლდათ.
მიუნხენელთა ნორვეგიელმა თავდამსხმელმა დუბლის შესრულებით, ძალიან საინტერესო რეკორდი დაამყარა, – იუწყება Gracenote.
საქმე ისაა, რომ ჰაალანდმა კარიერაში უკვე 100 გოლი გაიტანა და ნორვეგიელს ამ შედეგის მისაღწევად 145 მატჩი დასჭირდა.
თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავები ნორვეგიელ ტალანტს ბევრად ჩამორჩებიან – მესი (პირველი 100 გოლი – 210 მატჩი), იბრაჰიმოვიჩი – (პირველი 100 გოლი – 245 მატჩი), მბაპე – (პირველი 100 გოლი – 180 მატჩი), რონალდო – (პირველი 100 გოლი – 301 მატჩი).
ავტორი -
ალექსანდრე ქურხული