დანიის ნაკრებმა განაცხადი გამოაქვეყნა ამხანაგური მატჩებისთვის, რომელიც მარტის ბოლოს გაიმართება.
23-კაციან სიაში შეიყვანეს ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი, რომელმაც შარშან ევრო 2020-ზე დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩის დროს გულის შეტევა გადაიტანა.
ერიქსენმა იანვარში გააფორმა ნახევარწლიანი კონტრაქტი პრემიერლიგის კლუბ „ბრენტფორდთან“. დანიელმა უკვე მოასწრო რამდენიმე ოფიციალური მატჩის ჩატარება, ბოლო ტურში კი შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.
დანიის ნაკრები 26 მარტს ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება, 29 მარტს – სერბეთის ნაკრებს.