კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მიიღო და აიაქსთან მატჩების გამოტოვება ემუქრება
პორტუგალიისა და სერბეთის მატჩის 29-ე წუთზე, პორტუგალიელთა კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ბურთს მისდევდა, როცა მოულოდნელად ტრავმა მიიღო და და ლუჟის სტადიონის მინდორზე აღმოჩნდა. იუვენტუსის ლიდერმა თამაში ვერ გააგრძელა და მის ნაცვლად მოედანზე პიცი შევიდა.
ჯერჯერობით არ არის ოფიციალური ინფორმაცია რონალდუს ტრავმის შესახებ, მაგრამ ტრანსლიაციის მიხედვით ჩანდა, რომ ლაპარაკია ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანებაზე. თუ ეს ვარაუდი გამართლდა, პორტუგალიელმა შეიძლება ორი კვირიდან თვენახევრამდე ვერ შეძლოს თამაში.
შესაბამისად, რონალდუს მოუწევს აიაქსთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩების გამოტოვება 10 და 16 აპრილს.