კრიშტიანუ რონალდუ ფიფას დაჯილდოვებას არ დაესწრება
კრიშტიანუ რონალდუ ფიფას დაჯილდოვებას არ დაესწრება

„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ფიფას დაჯილდოვების ცერემონიაში (The Best FIFA Football Awards), რომელიც ორშაბათს, ლონდონში გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში თავადაც არის წარდგენილი, – წერს გაზეთი „მარკა“ (Marca).

33 წლის რონალდუმ ამგვარი გადაწყვეტილება თავისი გუნდის მჭიდრო გრაფიკის გამო მიიღო. უკვე ოთხშაბათს, „იუვენტუსს“ სერია A-ს მეექვსე ტურის მატჩის ელოდება „ბოლონიას“ წინააღმდეგ.
აღნიშნავენ, რომ კრიშტიანუმ ნაადრევად შეატყობინა ორგანიზატორებს, რომ არ დაესწრებოდა ცერემონიას.
რონალდუს გარდა, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე წარდგენილი არიან – მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“) და ლუკა მოდრიჩი („რეალი“).