„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ფიფას დაჯილდოვების ცერემონიაში (The Best FIFA Football Awards), რომელიც ორშაბათს, ლონდონში გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში თავადაც არის წარდგენილი, – წერს გაზეთი „მარკა“ (Marca).
33 წლის რონალდუმ ამგვარი გადაწყვეტილება თავისი გუნდის მჭიდრო გრაფიკის გამო მიიღო. უკვე ოთხშაბათს, „იუვენტუსს“ სერია A-ს მეექვსე ტურის მატჩის ელოდება „ბოლონიას“ წინააღმდეგ.
აღნიშნავენ, რომ კრიშტიანუმ ნაადრევად შეატყობინა ორგანიზატორებს, რომ არ დაესწრებოდა ცერემონიას.
რონალდუს გარდა, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე წარდგენილი არიან – მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“) და ლუკა მოდრიჩი („რეალი“).