კრიშტიანო რონალდო და „ალ-ნასრი“ კონტრაქტის გაგრძელებაზე ლაპარაკობენ #1TVSPORT
39 წლის კრიშტიანო რონალდო და „ალ-ნასრი“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ კონტრაქტის გაგრძელებაზე.
მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, რონალდოს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რადგან ის 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიელი ითამაშებს ამ ტურნირზე, ის გახდება პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელსაც მსოფლიოს ექვს ჩემპიონატზე ექნება ნათამაშები.
ამ სეზონში რონალდომ ყველა ტურნირზე შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.