ჯანო ანანიძე, შესაძლოა, სამარას “კრილია სოვეტოვის“ მოთამაშე გახდეს – ინფორმაციას რუსული გამოცემა Sport24.ru ავრცელებს.
„წყაროს ცნობით, მოსკოვის „სპარტაკის“ 26 წლის მოთამაშე „კრილია სოვეტოვში“ იჯარის წესით ითამაშებს,“ – წერს რუსული გამოცემა.
საქართველის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისადმი ინტერესი სამარულ კლუბშიც დაადასტურეს.
„კრილია სოვეტოვს ანანიძისადმი ინტერესი გააჩნია, მაგრამ ეს სრულფასოვანი ტრანსფერი იქნება თუ იჯარა, ამაზე ჯერ ლაპარაკი არ მსურს. იმედია, ყველა ახალწვეულს დავასახელებ, როდესაც გუნდი მოსკოვში შეიკრიბება,“. – ამბობს „კრილია სოვეტოვის“ გენერალური დირექტორი ვიტალი შაშკოვი.
გამოცემის თქმით, ანანიძის სატრანსფერო ფასი მილიონ ევროდ ფასდება.