კრემლში აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სრულმასშტაბიანი ვიზიტი იქნება

22:06, 11.09.2023

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სრულმასშტაბიანი ვიზიტი იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ორ დელეგაციას შორის იქნება მოლაპარაკებები. ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ლიდერები გააგრძელებენ კომუნიკაციას პირისპირ ფორმატში“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემა მეზობელ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები იქნება.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრობის განმტკიცებას“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა.

მსგავსი