კრემლში აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სრულმასშტაბიანი ვიზიტი იქნება
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სრულმასშტაბიანი ვიზიტი იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ორ დელეგაციას შორის იქნება მოლაპარაკებები. ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ლიდერები გააგრძელებენ კომუნიკაციას პირისპირ ფორმატში“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემა მეზობელ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები იქნება.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრობის განმტკიცებას“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა.