კოსოვოსთან მატჩში გამოუცხადებლობის გამო ჩერნოგორიის მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კოსოვოსთან მატჩში გამოუცხადებლობის გამო ჩერნოგორიის მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ჩერნოგორიის სერბი დამრიგებელი ლიუბიშა ტუმბაკოვიჩი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

როგორც ჩერნოგორიის ფეხბურთის ფედერაციის გვერდი იტყობინება, სპეციალისტის დათხოვნა დაკავშირებულია ინციდენტთან, რომელიც ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლისას კოსოვოსთან გამართული მატჩისას მოხდა. ტუმბაკოვიჩმა ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. მატჩში ასევე არ უთამაშიათ სერბული წარმოშობის ორ ფეხბურთელს, ფილიპ სტოიკოვიჩს და მიკრი ივანიჩს. მათ თავისი გადაწყვეტილება ახსნეს იმით, რომ თამაშამდე მათზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეგავლენა, ზოგიერთი სერბული კლუბების სტრუქტურებიდან და რადიკალურად განწყობილი გულშემატკივრებისგან შემოდიოდა მუქარის ზარები, ვინაიდან ისინი არ აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩერნოგორიის ფეხბურთის ფედერაციამ ტუმბაკოვიჩი გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან იმის გამო, რომ მან კონტრაქტში მითითებული პროფესიული საქმიანობა ჯეროვნად არ შეასრულა. შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის შესარჩევის მატჩი ჩერნოგორიას და კოსოვოს შორის ანგარიშით 1:1 დასრულდა.