კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით ახალი შეზღუდვები წესდება
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით ახალი შეზღუდვები წესდება

ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით ახალი შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

პოლონეთში – წითელი ზონები განისაზღვრა, სადაც სკოლები და სპორტული დარბაზები დაიხურება. მათ შორის მოექცა ქვეყნის დედაქალაქი ვარშავა;

იტალიაში – სამხრეთით კამპანიას რეგიონში, ნეაპოლის ჩათვლით, სკოლები დაიკეტება ორი კვირით, რადგან ქვეყანაში მასობრივი ტესტირების დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა;

ჩეხეთის რესპუბლიკაში – სკოლები და ბარები დაკეტილია, მაგრამ ინფექცია კვლავ სწრაფი ტემპით ვრცელდება. მთავრობამ განაცხადა, რომ პირველ საველე ჰოსპიტალს აშენებს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის და უცხოეთში მომუშავე ექიმებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს;

გერმანიაში – ბარები და რესტორნები მაღალი რისკის მქონე ადგილებში ჩვეულებრივ დროზე ადრე დაიკეტება. ქვეყანაში 6 638 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ხუთშაბათს, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია;

პორტუგალიაში – მთავრობამ განაცხადა, რომ თავყრილობები ხუთ ადამიანამდე იზღუდება ხუთშაბათიდან. ქორწილები და ნათლობები ნებადართული იქნება 50 ადამიანამდე მონაწილეობით, თუმცა უნივერსიტეტებში შეკრებები იკრძალება;

კატალონიაში – გამოცხადდა, რომ ესპანეთის ამ რეგიონში რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ. სპორტული დარბაზები და კულტურული ღონისძიებები 50 პროცენტიანი დატვირთვით იმუშავებენ, ხოლო მაღაზიები და დიდი სავაჭრო ცენტრები – 30-პროცენტიანი დატვირთვით;

ნიდერლანდებში – ყველა ბარი, რესტორანი და ყავის მაღაზია 14 ოქტომბრიდან დაიკეტა. გამონაკლისს მხოლოდ გატანის სერვისი წარმოადგენს. ოჯახებში სტუმრობა დღეში მაქსიმუმ სამ ადამიანამდეა ნებადართული;

რუსეთში – დედაქალაქ მოსკოვში ხალხის გადაადგილება იზღუდება, ხოლო ორშაბათიდან სკოლის ტერიტორიაზე სწავლა შეწყდება მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის (13-18 წელი).

დატოვე კომენტარი