კორონავირუსით ინფიცირება კიდევ ერთ ამერიკელ კონგრესმენს, ბენ მაკადამსს დაუდასტურდა
ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება კიდევ ერთ ამერიკელ კონგრესმენს, ბენ მაკადამსს დაუდასტურდა.
„დემოკრატი“ კონგრესმენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ „კოვიდ-19“-ით არის ინფიცირებული, რის გამოც მუშაობას სახლიდან გააგრძელებს.
მაკადამსის თქმით, მას გამოუვლინდა დაავადების სუსტი სიმპტომები, რომელიც გაციების მსგავსი იყო.
ცოტა ხნის წინ ასევე გაირკვა, რომ ამერიკელი კონგრესმენი, „რესპუბლიკელი“ მარიო დიაზ-ბალარტიც კორონავირუსით არის ინფიცირებული.
Please read my statement on contracting #COVID19. I have self-quarantined since first having symptoms and consulted with my doctor. #utpol pic.twitter.com/upx4NcTvF8
— Rep. Ben McAdams (@RepBenMcAdams) March 19, 2020