კორონავირუსით ინფიცირება კიდევ ერთ ამერიკელ კონგრესმენს, ბენ მაკადამსს დაუდასტურდა
კორონავირუსით ინფიცირება კიდევ ერთ ამერიკელ კონგრესმენს, ბენ მაკადამსს დაუდასტურდა

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება კიდევ ერთ ამერიკელ კონგრესმენს, ბენ მაკადამსს დაუდასტურდა.

„დემოკრატი“ კონგრესმენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ „კოვიდ-19“-ით არის ინფიცირებული, რის გამოც მუშაობას სახლიდან გააგრძელებს.

მაკადამსის თქმით, მას გამოუვლინდა დაავადების სუსტი სიმპტომები, რომელიც გაციების მსგავსი იყო.

ცოტა ხნის წინ ასევე გაირკვა, რომ ამერიკელი კონგრესმენი, „რესპუბლიკელი“ მარიო დიაზ-ბალარტიც კორონავირუსით არის ინფიცირებული.