მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში განახორციელეს

09:50, 19.10.2026

გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში განახორციელეს. მედიის ცნობით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების მიუხედავად, რომ აშშ-მა დაზვერვის მონაცემების გაზიარება განაახლა, უკრაინას რუსეთის მიერ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევის შესახებ წინასწარი გაფრთხილება პარტნიორებისგან კვლავ არ მიუღია.

მათივე ცნობით, გასული ღამის სარაკეტო იერიშების შედეგად უკრაინაში 21 წლის ქალი დაიღუპა.

ამასთან, კიევზე განხორციელებული იეირშების შედეგად დაშავდა, სულ მცირე, რვა ადამიანი.

კიევის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსულმა ძალებმა თავდასხმისას ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.

ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ რუსული დაბომბვის გამო კიევში ჩერნიგოვსკისა და ლისოვის მეტროსადგურები დროებით დაიხურა.

მსგავსი