კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მალტაში ზომები ისევ გამკაცრდა
მალტაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების გამო ზომები ისევ გამკაცრდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, მალტაში იკრძალება მასობრივი შეკრებები, ასევე აუცილებელი ხდება ნიღბების ტარება.
გასული 24 საათის განმავლობაში მალტაში „კოვიდ-19“-ის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლოს ასეთი მაჩვენებელი მალტაზე 7 მარტს დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მალტაში „კოვიდ-19“-ის 995 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა ცხრა ადამიანი.