კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,65 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,17 პროცენტს შეადგენს

10:53, 25.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,46 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,65 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,62 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 38.

გუშინ, 24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 910 პაციენტი, გარდაიცვალა 38 პაციენტი.

მსგავსი