საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

10:43, 25.09.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 787-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 910 პაციენტი, გარდაიცვალა 38 პაციენტი.

მსგავსი