საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 910 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 910 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 910 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 692 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 310, „პისიარ“-ტესტით – 10 382.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,61%, ბოლო 14 დღის – 6,85%, ბოლო შვიდი დღის – 6,46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 603 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 572 353 გამოჯანმრთელდა, 8 749 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 715 073 ადამიანი, დღიურად აცრილია 12 778.

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 810 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 964 პირი.

გუშინ, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 653 შემთხვევა გამოვლინდა, 2 646 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 47 კი გარდაიცვალა.