კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 28,41 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 24,96 პროცენტს შეადგენს

10:45, 01.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 24,96 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 28,41 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 21,96 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 24 201 პირს დაუდასტურდა, 10 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 31 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 13 150 შემთხვევა გამოვლინდა, 8 503 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა.

მსგავსი