საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 732 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 732 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 10 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 85 191 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 61 936, „პისიარ“ ტესტით – 23 255.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 28,41%, ბოლო 14 დღის – 21,96%, ბოლო შვიდი დღის – 24,96%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 200 124 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 020 510 გამოჯანმრთელდა, 15 016 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 722 187 აცრა, დღიურად აცრილია 8 371.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 454 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 031 პირი.

ამასთან, 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 503 პაციენტი, გარდაიცვალა 35.