საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა

10:45, 01.02.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 016-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 24 201 პირს დაუდასტურდა, 10 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 31 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 13 150 შემთხვევა გამოვლინდა,  8 503 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა.


მსგავსი