კორონავირუსის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა
კორონავირუსის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა

გერმანიის ხელისუფლებამ ესპანეთში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ კანარის კუნძულები.

ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ გერმანელ მოგზაურებს ტესტის გაკეთება და მისი შედეგის ლოდინი თვითიზოლაციაში მოუწევთ.

„რისკის ზონად გამოცხადება არ ნიშნავს საზღვრის ჩაკეტვას და მოგზაურობის აკრძალვას“, – აცხადებენ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში.

ექსპერტების აცხადებენ, რომ გერმანიის გადაწყვეტილება მძიმედ აისახება ესპანეთის ტურისტულ რეგიონებზე. მხოლოდ მალიორკაზე 2018 წელს 4,3 მილიონი გერმანელი ტურისტი ისვენებდა.

ესპანეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო დღეებში გამწვავდა. ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 3 000-მდე ახალი შემთხვევა აღრიცხეს.