21 მარტს დაფიქსირდა კორონავირუსის ათზე მეტი შემთხვევა სპორტსმენებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სპორტში მოღვაწეობენ.
* გარდაიცვალა ერთი ადამიანი – მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი, რომელიც 76 წლის იყო.
* „მილანის“ ტექნიკურ დირექტორს პაოლო მალდინისა და მის ვაჟს, „მილანის“ ფეხბურთელს დანიელ მალდინის კორონავირუსი აღმოაჩნდათ.
* ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა პაულო დიბალამ დაწერა, რომ ის და მისი შეყვარებული დაინფიცირდნენ.
* ინგლისურმა კლუბმა „პორტსმუთმა“გამოაცხადა, რომ მის სამ ფეხბურთელს შეეყარა კორონავირუსი.
* პირველი დაინფიცირებული ჩინელი სპორტსმენი გახდა „ესპანიოლის“ ფეხბურთელი უ ლეი.
* ბრაზილიური კლუბის „ინტერნასიონალის“ პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსით არის ავად.
* მექსიკის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა ენრიკე ბონილიამ ჩააბარა დადებითი ტესტი COVID-19-ზე.
* კორონავირუსი აღმოჩნდა NHL-ის კლუბის „ოტავა სენატორზის“ უკვე მეორე ჰოკეისტს.