კორი ანდერსონმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის უკანასკნელ ბრძოლაში პატარა სენსაცია მოახდინა და ჯონი ვოკერი დაამარცხა. (ბუკმეიკერები ფავორიტად სწორედ ვოკერს მიიჩნევდნენ), როგორც ირკვევა ანდერსონს ნახევრად-მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონთან ჯონ ჯონსთან დაპირისპირება სურს. მებრძოლი ამტკიცებს, რომ ჩემპიონი მასთან ბრძოლას ერიდება და გაურბის.
„ერთხელ ჯონსმა ტვიტერზე მკითხა, მსურდა თუ არა მასთან ბრძოლა. მე ვუპასუხე, რომ ახლავე მსურს ბრძოლა. ამის შემდეგ ის თავს მარიდებს და ბრძოლაში სხვებს იწვევს. მას აშკარად არ სურს ჩემთან დაპირისპირება, რადგან ამაში დიდ რისკს ხედავს“.