კორღალიძეს უცხოეთში იწვევენ - „საბურთალოსთან“ მოლაპარაკება არ მქონია
კორღალიძეს უცხოეთში იწვევენ - „საბურთალოსთან“ მოლაპარაკება არ მქონია

„არანაირი მოლაპარაკება „საბურთალოსთან“ არ მქონია. გუნდს თემურ შალამბერიძე ავარჯიშებს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და ამ გუნდში ჩემს მისვლაზე ლაპარაკიც უხერხულია“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლევან კორღალიძემ.

40 წლის სპეციალისტმა თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 28 მარტს დატოვა. კორღალიძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა ინფორმაცია, რომ მას უცხოეთში მუშაობა შესთავაზეს.

„ლაპარაკია ორი უცხო ქვეყნის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობაზე. ამაზე მოლაპარაკება 6-7 თვის წინ დაიწყო. კორონავირუსით გამოწვეული პაუზის გამო, ამ თემაზე ლაპარაკი დროებით შეჩერდა, მაგრამ არ შემწყდარა. მოკლედ, გადაივლის პანდემია და ყველაფერი დაზუსტდება“ – აცხადებს კორღალიძე.