კორეის საფეხბურთო ნაკრებს სამშობლოში კვერცხები დაუშინეს
კორეის საფეხბურთო ნაკრებს სამშობლოში კვერცხები დაუშინეს

მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნებულ კორეის ნაკრებს ინჩეონის აეროპორტში კვერცხები დაუშინეს. ყველაზე მეტად დაზარალდა ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰეონ-მინ სონი.

„ჰეონ-მინ სონი პრაქტიკულად თვალცრემლიანი უყურებდა კვერცხისგან დარჩენილ კვალს იატაკზე. ეს აბსოლუტური სირცხვილია“, – წერს გამოცემა Tavern of Taeguk Warriors.

კორეის ნაკრებმა საკუთარ ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილი დაიკავა.