კოპა ამერიკა 2019 - ჩილეს ნაკრები მესამე ნახევარფინალისტია
კოპა ამერიკა 2019 - ჩილეს ნაკრები მესამე ნახევარფინალისტია

სან პაულუში კოპა ამერიკას მესამე ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ის გახდა ბოლო ორი გათამაშების ჩემპიონი ჩილეს ნაკრები, რომელმაც პენალტების სერიაში დაამარცხა კოლუმბია. ამ უკანასკნელს, ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამი მატჩი ჰქონდა მოგებული.

ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. თითო ტაიმში არგენტინელმა მსაჯმა ნესტორ პიტანამ თითო გოლი გაუუქმა ჩილეს ნაკრებს: პირველ ნახევარში თამაშგარის გამო, რომელშიც მოხვდა ალექსის სანჩესი, მეორე ტაიმში კი ჩილელთა მცველის გილერმო მარიპანის მხრიდან ხელით თამაშის გამო

პენალტების სერიაში ჩილელებმა ხუთიდან ხუთი გაიტანეს, კოლუმბიის მხრიდან კი მეხუთე პენალტი ვილიამ ტესილიომ გააფუჭა.

ნახევარფინალში ჩილეს ნაკრები ურუგვაისა და პერუს შორის მოგებულს შეხვდება.