მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე თაღლითობის მსხვერპლი გახდა და მსხვილი თანხა დაკარგა.
როგორც იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ წერს, შემთხვევა ჯერ კიდევ 51 წლის კონტეს „ჩელსიში“ მუშაობის დროს მოხდა. იტალიელმა სპეციალისტმა 30 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო ფინანსისტ მასიმო ბოჩიკიოს პროექტში და თანხა 2020 წლის ივნისში მოგებასთან ერთად უნდა დაებრუნებინა, მაგრამ ასე არ მოხდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დოკუმენტები გაყალბებული იყო. კონტეს გარდა, მოტყუებული კიდევ შვიდი ადამიანი დარჩა.
ანტონიო კონტე „ჩელსიდან“ 2018 წლის ზაფხულში დაითხოვეს, 2019 წლის მაისში კი მან „ინტერთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი.