კონსტანტინე შანავა თურქეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
საერთაშორისო დიდოსტატი კონსტანტინე შანავა თურქეთის ქალაქ ჩუბუკში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
ქართველმა მოჭადრაკემ ცხრა ტურის შემდეგ 7.5 ქულა მოაგროვა და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ აზერბაიჯანელებს – ელვინ ბაირამოვსა და ვუგარ რასულოვს ნახევარი ქულით გაუსწრო.
კონსტანტინე შანავას გარდა, ჩუბუკში კიდევ ოთხმა ქართველმა მოჭადრაკემ ითამაშა:
4 – გიორგი ბაღათუროვი (2417) – 6.5 ქულა;
16 – ნოე თუთისანი (2460) – 6.0;
30 – დავით ლომსაძე (2292) – 5.0;
32 – არმენ გრიგორიევი (2013) – 5.0.