კონსტანტინე შანავა თურქეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

23:29, 04.08.2019

საერთაშორისო დიდოსტატი კონსტანტინე შანავა თურქეთის ქალაქ ჩუბუკში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

ქართველმა მოჭადრაკემ ცხრა ტურის შემდეგ 7.5 ქულა მოაგროვა და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ აზერბაიჯანელებს – ელვინ ბაირამოვსა და ვუგარ რასულოვს ნახევარი ქულით გაუსწრო.

კონსტანტინე შანავას გარდა, ჩუბუკში კიდევ ოთხმა ქართველმა მოჭადრაკემ ითამაშა:

4 – გიორგი ბაღათუროვი (2417) – 6.5 ქულა;

16 – ნოე თუთისანი (2460) – 6.0;

30 – დავით ლომსაძე (2292) – 5.0;

32 – არმენ გრიგორიევი (2013) – 5.0.

მსგავსი