კონსტანტინ კოსაჩოვი - რუსეთი თავისი უზარმაზარი მოსავლით მზადაა, შეცვალოს უკრაინა, როგორც მარცვლეულის მთავარი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე
რუსეთი თავისი უზარმაზარი მოსავლით მზადაა, შეცვალოს უკრაინა, როგორც მარცვლეულის მთავარი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, სულ მცირე 50 ქვეყანა კრიტიკულად არის დამოკიდებული რუსეთის მარცვლეულზე, მათ შორის აფრიკის ზოგიერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა, რუსეთის საექსპორტო პოტენციალი კი ამ სეზონზე 50 მილიონ ტონაზე მეტია.
უკრაინიდან მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის შეთანხმების საწყისი ხანგრძლივობა 120 დღეა და შეიძლება, ავტომატურად გაგრძელდეს 19 ნოემბერს, თუ რომელიმე მხარე არ შეეწინააღმდეგება.
რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის მთავარი მომწოდებლები არიან. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორი ქვეყნიდან ექსპორტირებული ხორბალი შეადგენდა მსოფლიოს მთლიანი პროდუქციის დაახლოებით 30 პროცენტს.
29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა.