კონორ მაკგრეგორმა მომდევნო ბრძოლის თარიღი და მეტოქე გამოაცხადა #1TVSPORT
ცნობილმა ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა თავისი მომდევნო ბრძოლის თარიღი და მეტოქე დაასახელა.
„შემდეგი ორთაბრძოლა 2025 წლის 1 თებერვალს გაიმართება. ვინ არის მეტოქე? ჰუკერი“, – განაცხადა მაკგრეგორმა.
„მე გამაჩნია თარიღი და მეტოქე. შემდეგი წლის დასაწყისი. ის ძალიან დაკავებული ადამიანია“, – განაცხადა ამასთან დაკავშირებით დენ ჰუკერმა. მებრძოლების სიტყვები მოჰყავს გამოცემა Bloody Elbow.
მაკგრეგორს შერეულ ორთაბრძოლებში 28 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომელშიც 22 მოიგო და ექვსჯერ დამარცხდა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ირლანდიელს უნდა ეჩხუბა მაიკლ ჩენდლერთან, მაგრამ, საბოლოოდ, ბრძოლა არ გაიმართა.
რაც შეეხება ჰუკერს, ბოლო ბრძოლა მან 2024 წლის აგვისტოში ჩაატარა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მატეუშ ჰამროტს მოუგო.