კონორ მაკგრეგორმა ირლანდიურ პაბში იჩხუბა
კონორ მაკგრეგორმა ირლანდიურ პაბში იჩხუბა

ირლანდიური გამოცემა აირიშ მირორის ინფორმაციით, შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი (21-4) ერთ-ერთ ირლანდიურ პაბში ჩხუბის მონაწილე გახდა.

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მაკგრეგორს პაბის ერთ-ერთმა სტუმარმა დაუყვირა, რომ კონორი რუსებმა სცემეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ჩხუბი.

მოგვიანებით, გავრცელდა კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც მაკგრეგორი პაბში გამომწვევად იქცეოდა და მას შენიშვნა მისცეს.

პოლიციამ უკვე დაიწყო ინციდენტის გამოძიება და მაკგრეგორს მალე დაკითხავენ.