კონორ მაკგრეგორმა მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც ჟურნალისტები და შერეული ორთაბარძოლების ფანები დაესწრნენ.
ვარჯიშისას ირლანდიელმა მებრძოლმა იკითხა ჰქონდა, თუ არა დაღესტანს ეროვნული ჰიმნი. უარყოფოთი პასუხის შემდეგ, კონორ მაკგრეგორმა რუსეთის ჰიმნის ჩართვა მოითხოვა.
ირლანდიელს მოთხოვნა შეუსრულეს და რუსეთის ფედერაციის ეროვნული ჰიმნის ფონზე მაკგრეგორმა განაცხადა:
„რუსეთში რევანშს ელიან და მიიღებენ კიდეც. დაღესტნელები ზურგს უკან მაკჩიქენს მიწოდებენ. ახლა აქ ვარ და ვინმე გაბედავს, ეს სიტყვები პირისპირ მითხრას?“