კონორ მაკგრეგორი მორიგ სკანდალში ეხვევა (ვიდეო)
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი მორიგ სკანდალშია.
„თი-ემ-ზის“ (TMZ) ინფორმაციით, ირლანდიელმა მებრძოლმა დუბლინის ბარში უცნობ ადამიანს დაარტყა. ინციდენტი პაბში „The Marble Arch Pup“ ჯერ კიდევ 6 აპრილს მოხდა. კონორმა გადაწყვიტა, რომ ყველასთვის შეეთავაზებინა თავისი ვისკი (proper 12) მაგრამ ერთ-ერთმა მამაკაცმა მას უარი უთხრა. კონორი მივიდა და კიდევ ერთხელ შესთავაზა ვისკი მამაკაცს, მაგრამ კიდევ ერთი უარი მიიღო. საპასუხოდ, მაკგრეგორმა მას სახეში დაარტყა. ორმა მამაკაცმა ირლანდიელი მაშინვე გაიყვანა ბარიდან. დუბლინის პოლიციაში აცხადებენ რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.