აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა – ცნობილი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს უბრუნდება.
სავარაუდო ეჭვები გამართლდა – 18 იანვარს ირლანდიელი დონალდ „კავბოი“ სერონეს დაუპირისპირდება. ბრძოლა ლას ვეგასის „ტი მობაელ“ არენაზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კონორმა უკანასკნელი ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვთან დათმო. რაც შეეხება სერონეს, „კავბოი“ ბოლოს ჯასტინ გეტჯისთან პირველ რაუნდში დამარცხდა, მანამდე კი ტონი ფერგიუსონთან წააგო. საინტერესო ფაქტია, რომ ბრძოლა ნახევრადსაშუალო (welterweight) წონაში შედგება.